logo
კოლეჯი არსი
COLLEGE ARSI
phone
ტელეფონი
(+995 579) 55 33 02 (+995 571) 77 82 26
email
ელ. ფოსტა
collegearsi@yahoo.com
image

კოლეჯ „არსში“ პროგრამა „საფინანსო სერვისების“ აპლიკანტებთან მოტივაციური გასაუბრება გაიმართა

2026 წლის 10 ივნისს კოლეჯ „არსში“ პროგრამა „საფინანსო სერვისების“ აპლიკანტებთან მოტივაციური გასაუბრება ჩატარდა.

გასაუბრების მიზანს წარმოადგენდა კანდიდატების პროფესიული ინტერესების, პიროვნული მახასიათებლებისა და პროფესიისადმი დამოკიდებულების შეფასება. აპლიკანტები შეფასდნენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

🔹 პროფესიული ცნობისმოყვარეობა – ფინანსური სისტემის მიმდინარე პროცესებისა და განვითარების პერსპექტივების მიმართ ინტერესის გამოვლენა;

🔹 პროფესიასთან დაკავშირებული ღირებულებები – პასუხისმგებლობის, ეთიკური ქცევის, კეთილსინდისიერებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის წარმოჩენა;

🔹 კომუნიკაციური უნარები – აზრის მკაფიოდ, არგუმენტირებულად და პროფესიული გარემოსთვის შესაბამისი ფორმით გადმოცემის შესაძლებლობა.

გასაუბრების შედეგებმა აჩვენა, რომ პროგრამით დაინტერესებული კანდიდატები მოტივირებულნი არიან პროფესიული განვითარებისათვის და მზად არიან აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.

კოლეჯი „არსი“ მადლობას უხდის ყველა აპლიკანტს მონაწილეობისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ პროფესიული განვითარების გზაზე.